24-08-2019
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა.
ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დახურული კომპანიაა ქვეყანაში. კომპანიამ 2005 წელს შეიძინა Georgia Pacific-ი 21 მილიარდ დოლარად. კონგლომერატს აქვს წილები სხვადასხვა სფეროში ნავთობინდუსტრიიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობითა და წარმოებით დამთავრებული. თავის ძმასთან ერთად კოხი ცნობილი გახდა კონსერვატორული აქტივობების დაფინანსებით.
ბიზნესმენი ასევე აფინანსებდა სამედიცინო კვლევებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1991 წელს ლას ვეგასში ავტოავარიის მსხვერპლი გახდა. მან მალევე აღმოაჩინა, რომ სიმსივნით იყო დაავადებული.
დევიდ კოხის საქველმოქმედო ფონდმა 150 მილიონი დოლარი გადასცა სლოან-კეტერინგის მემორიალურ ონკოლოგიურ ცენტრს, თანამედროვე სამედიცინო დაწესებულების ასაშენებლად.