24-08-2019
გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს.
მას სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედით გამვლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.
მკვლელობის ზუსტი მოტივი ჯერ უცნობია.
ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის მონაწილე იყო. ის 2015 წელს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე დაჭრეს და გამოჯანმრთელების შემდგომ საქართველო დატოვა.