გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის, გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს

21-02-2018

გერმანიიდან გუშინ საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გერმანიაში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს, ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები ჰქონდათ დარღვეული.


„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია, უკან გამოაბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვიეს ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი“, - განაცხადეს საკონსულოში.


გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც ავრცელებენ. მათი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეადმისიას დაექვემდებარნენ, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და ბადენ-ბიურტემბერგში ცხოვრობდნენ.

„წუხელ რთული ღამე იყო გერმანიაში ქართველებისთვის“, - წერს გერმანიაში მცხოვრები საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.


მათივე ინფორმაციით, „უამრავი საქმეა ჩანიშნული ადმინისტრაციულ სასამართლოში და ყველა საქმე სწრაფი ტემპით წყდება“.




ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031