გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოფიციალური მონაცემებით, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხუთშაბათიდან პარასკევამდე ხანძრის ასეულობით ახალი კერა გაჩნდა

25-08-2019

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრის ასეულობით ახალი კერა გაჩნდა, - ამის შესახებ კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული.


სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, იმ ფონზე, როცა ბრაზილიის პრეზიდენტი დანარჩენ მსოფლიოს მოუწოდებს, მათ საშინაო საქმეებში არ ჩაერიონ და ხანძარს ქვეყანა საკუთარი ძალებით გაუმკლავდება, ამაზონის ტყეებში გასული ხუთშაბათიდან პარასკევამდე, ცეცხლის 1 663 ახალი კერა გაჩნდა.


ოფიციალური მონაცემებით, წელს ბრაზილიაში 78 383 ტყის ხანძარი დაფიქსირდა, რაც 2013 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტების განმარტებით, ტყეების განადგურება მიწების ნათესებად და საძოვრებად გადაქცევამ დააჩქარა.


აღსანიშნავია, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების ხანძარს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები სამიტზე განიხილავენ, რომელიც ბიარიციში დღეს იხსნება.


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეებში მძვინვარე ხანძარს „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა.



https://www.interpressnews.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930