გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

22-02-2018


 

 

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით  ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამომეგობრობის მომღერალი - ივანე თარბაგაიმართა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საღამოზე ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ქეცბამ წაიკითხა ივანე თარბას მიერ დიმიტრი გულიასადმი მიძღვნილი ლექსისკამი პოეტისა“. დიმიტრი გულიას შემოქმედებაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა ტურავამ ისაუბრა. აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიამ ჯობავამ და ანანო კუხალაშვილმა პოეტის ლექსები ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს.

 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

 

დიმიტრი გულია 1874 წლის 21 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფელ უარჩაში დაიბადა. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. 1924–1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიდიდია  დიმიტრი გულიას ღვაწლი  აფხაზური ენისა და  კულტურის განვითარებაში. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს . მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი.

 

დიმიტრი გულიამ აფხაზურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველისვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები. 1919–1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთისაფსნისრედაქტორი იყო. 1921 წელს მან პირველი აფხაზური თეატრალური დასი ჩამოაყალიბა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031