26-08-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.