26-08-2019
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს.
ირაკლი იმნაიშვილი ქართულ მედიასივრცეში ბოლოს ტელეკომპანია „მზეში“ მუშაობდა და თოქ-შოუ მიყავდა.
ე.წ. ვარდების რევოლუციიდან მალევე, იმნაიშვილი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა და ბოლო დრომდე ტელეკომპანია „ბი ბი სი“-ში მუშაობდა.
საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს და საზოგადოებას დღეს არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ წარუდგინა.
სალიამ აგრეთვე მოუწოდა ყოფილ ჟურნალისტებს, ვინც „რუსთავი 2“-დან წასვლის გადაწყვეტილება ემიციურ ფონზე მიიღო, რომ არხზე დაბრუნდნენ და მუშაობა გააგრძელონ.
ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით კი, მისთვის მთავარი პრიორიტეტი არხზე თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება იქნება.