გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2018 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 72.6 ათასი შეადგინა

27-08-2019

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 541 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც 1 639 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით) ფლობდნენ. 

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.8 პროცენტით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს. სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2018 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 58.3 პროცენტს. 

სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.1 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.9 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში. 2018 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1 927.9 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 7.7 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აქედან იჯარით გაცემული იყო 70.5 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 958.6 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 8.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2018 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 72.6 ათასი შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 8.2 პროცენტით და 33.2 ათასს გაუტოლდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930