გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენ დაუჯერებელი მიზნის მიღწევა შევძელით

27-08-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოქტომბრის თვიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ და ეს პროცესი ყოველწლიური იქნება. 
ეს განცხადება ბახტაძემ შეხვედრისას გააკეთა.

პრემიერის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ განათლება და მეცნიერება ჩვენი ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. განათლება ეს არისუმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ოკუპაციასდა ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული ქვეყანა და საქართველო ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიცხვში.

ჩვენი განათლების რეფორმა ეფუძნება ეროვნულ, კულტურულ, დემოკრატიულ ღირებულებებს და მთლიანად მორგებულია საქართველოს დღევანდელ რეალობას და ის ქვეყანაში დაამკვიდრებს უმაღლეს ეროვნულ სტანდარტს.

კარგად მახსოვს, როდესაც ვმუშაობდით ამ რეფორმაზე, რა მასშტაბურ გამოწვევების დაძლევაზე იყო საუბარი, მაგრამ ამავე დროს, მე ღრმად მწამდა, რომ პროგრესი პროგრესი და წინსვლა მხოლოდ განათლებულ, მოტივირებულ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მოქალაქეებს მოაქვთ და ჩვენ ასე შევძლებთ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერი ფუნდამენტის შექმნას.

ჩვენ შევძელით ერთისმხრივ, დაუჯერებელი მიზნის მიღწევა და მოგეხსენებათ, რომ ახლი კანონის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა ივლისში დაამტკიცა, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს სწორედ განათლებაზე. ეს არის უპრეცენდენტო ნაბიჯი. მე ვიტყოდი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

მე მაინც ვიტოვებდი მცირე იმედს, რომ ამ კანონპროექტის განხილვისას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები დადგებოდნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მხარს დაუჭერდნენ ამ კანონპროექტს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას - მეგობრებო, განათლება არის ეროვნული იდეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს და მიუღებელია ამამ იდეის გარშემო ნებისმიერი სპეკულაცია. მიუღებელია, რომ ის გავხადოთ ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად. ეს არის იდეა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, რომ ეს რეფორმა იყოს ღია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ თითოეული ჩვენგანი უნდა თანხმდებოდეს იმაზე, რომ განათლება არის სწორედ ეროვნული იდეა.


განათლების სისტემის რეფორმა უკავშირდება საკმაოდ მტკივნეული საკითხების გადაჭრას და უპირველესია პედაგოგების კომპეტენციის დადასტურების და მათი სტატუსის ამაღლების შესაბამისად, ანაზღაურების ზრდა.

ჩვენი განათლების რეფორმა მოიცავს ხუთ დონეს - ეს არის სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ხუთივე ეს მიმართულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი განათლების რეფორმის წარმატება დგას საშუალო განათლებაზე. სკოლა არის ქვეყნის სიძლიერის ქვაკუთხედი.


იმ ახლებურ მიდგომებში, რომლებსაც რეფორმა ითვალისწინებს, მასწავლებელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ეხება მასწავლებლებს. ჩვენი რეფორმა გულისხმობს მეტი თავისუფლების მიცემას სკოლებისთვის და მეტ თავისუფლებას მასწავლებლებისთვის.
მათთვის კომპეტენციის შესაფერისი და ღირსეული შრომის ანაზღაურება არის საბაზისო ნაბიჯი რეფორმის განხორციელების გზაზე. მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. თქვენი პროფესია არის უნიკალური ნებისმიერი ერისთვის და მე როგორც იდეის ავტორი, ერთერთ მთავარ მიზნად ამ იდეის განხორციელებისა, მიმაჩნია, რომ პედაგოგს, როგორც პროფესიას დავუბრუნოთ ის პატივისცემა და ღირსება, რასაც ის იმსახურებს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - თქვენ ხართ ადამიანები, რომელმაც უნდა აღუზარდოს ქვეყანას მოამავლი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, პატრიოტი ადამიანები, რომელთა წარმატებაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის პირადად განათლება ეროვნული იდეა.

შრომის ანაზღაურება იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი. უფრო მეტიც - ეს ემოციურადაც პირადად ჩემთვის იყო უმძიმესი ტვირთი, როდესაც მარტივ ციფრებში ვხედავდი, რომ საქართველოში მასწავლებლის ხელფასი საშუალო ხელფასს ორჯერ ჩამორჩებოდა. ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით და მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები დამინდა გითხრათ, რომ მე ვგრძნობ ამ დაკვეთას ჩვენი საზოგადოებიდან.


მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბერში, როგორც მე თქვენ შეგპირდით, ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება.

პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, მათ შორის, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც. ხელფასის ზრდა შეეხებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს და წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს.

მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო მთავარი - შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ეროვნული იდეის მიხედვით ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის იქნება მიმართული განათლებისკენ, ჩვენი პედაგოგებისკენ, რომელმაც უნდა აღუზარდოს მომავალი თაობები საქართველოს.


ამასთან ერთად, მინდა შევეხო პენსიონერ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს. 6 ათასი პედაგოგზე მეტი ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებს 2 წლის ჯამურ ხელფასს და ამავე დროს მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვაწლმოსილი პედაგოგები სახელმწიფოსგან სათანადოდ დაფასდებიან.


მინდა მათ ღვაწლს განსაკუთრებული ხაზი გავუსვა - თითოეული ეს ადამიანი არის ნამდვილი გმირი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა მძიმე პერიოდი გადაიტანეთ თქვენ, როდესაც მიზანმიმართული პოლიტიკის თუ შეცდომების შედეგად განათლება მიიყვანეს კატასტროფის პირას და თქვენ ანაზღაურების არასებობის პირობებში, ელემენტარული ინფრასტუქტურის არარსებობის პირობებში განათლების სისტემა მოიტანეთ დღემდე და დღეს მოგვეცით იმის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ყველაზე გაბედულ და ამბიციურ პროექტზე დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღვაწლმოსილ პედაგოგს.


დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - განათლების ფუნდამენტური რეფორმის შედეგად, საქართველოში მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული და მჯერა, ჩვენს განათლების სისტემას ეყოლება მოტივირებული და მუდმივი განვითარებისაკენ ორიენტირებული პედაგოგები. 


ამავე დროს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ექსპერტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები რეფორმის მომზადებაში. ეს არის პირველი ნაბიჯები. განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან, თავისუფლებისკენ სიღარიბისგან და მე დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა"-განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930