გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო ქართველ ლევან გელბახიანს ერგო

27-08-2019

სარაევოში საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ფესტივალის პრიზებისთვის სულ 53 ფილმი იბრძოდა.

გამარჯვებულებს შორის დასახელდა ლევან გელბახიანი. ლევანი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს – “სარაევოს გულის” მფლობელი გახდა ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის.

საკონკურსო სექციების გარდა, კინოფესტივალის საპატიო ჯილდო “სარაევოს გული” გადაეცათ მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს, პაველ პავლიკოვსკის, იზაბელ იუპერსა და ტიმ როთს.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს სულ 3 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ”, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში აჩვენეს ირინე ჟორდანიას “მარქსის ქუჩა 12”, ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში – პეტრე თომაძის “ღამის სეანსი”.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანს კინოღონისძიებად ითვლება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930