27-08-2019
ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრიფინგს ექსპერტი სოსო მანჯავიძე ეხმიანება:
„ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრიფინგთან და პროკურატურის პასუხთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა.
ეს ადამიანები თვლიან, რომ საქართველოში ვერავინ აზროვნებს თუ ფიქრობენ ,რომ ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით გავლებ ფონს?
თუ ბრიტანეთის მხარის ინიციატივით შედგა კომუნიკაცია ბრალდებულთა ფინანსური აქტიობების შესახებ,როგორც ამას პროკურატურა გვეუბნება,თუ არავითარი ანტიტერორისტული ცენტრისთვის არ მიუმართავს საქართველოს ხელისუფლებას,რაში დასჭირდათ ასეთი შუმი ტყუილი?
არ გაირკვეოდა ეს საკითხი თუ მართლა იდიოტებად მიაჩნიათ ჩვენი საზოგადოება?
მე პირადად,არ მავიწყდება ის ვითომ მუქარის წერილი გახარიასგან,პარლამენტში რომ ააფრიალა ბატონმა ხაზარაძემ და იმუქრებოდა ლონდონში მაქვს გაგაზავნილი ექსპერტიზაზეო.
რა ქნეს,ჩაატარეს ექსპერტიზა თუ როგორაა საქმე?
ტყუილსაც აქვს თავისი ესთეტიკა,ცოტა თავი უნდა გაანძრიო,როცა იტყუები,მთლად ორღობეში ხომ არ ვცხოვრობთ ჯერ-ჯერობით.
ისე, "თეთრი ხმაურის"აქციების დაფინანსებისას კი უნდა ეფიქრათ შედეგებზე პატივცემულებს, მაგრამ საკუთარი ულტრალიბერალური "მწერალთა კავშირის" ვარსკვლავებმა, ეტყობა,არ მისცეს სათანადო რჩევები.
არც სავახშო საქმიანობა აღვიძებს სამყაროში სწორად ორიენტირების იმპულსებს.
მარტო უკუღმართობის საყოველთაოდ აღიარებულ ეტალონებთან დაანონსებული თანამშრომლობის პერსპექტივა რად ღირს.
აქ,ცხადია,პირველ რიგში,რესპუბლიკელნი და ბერძენიშვილები იგულისხმებიან,სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ“-აცხადებს მანჯავიძე.