გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შოთა გულბანი: თუ ასე განაგრძეს პოლიტიკურად დევნილები არა, მაგრამ ხალხისგან დევნილები ნამდვილად იქნებიან

27-08-2019

„მამუკა ხაზარაძის მხრიდან საკმაოდ არასწორი ტაქტიკაა პოლიტიკაში მოსვლა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით“, - ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში ხაზარაძე-ჯაფარიძის დღევანდელ ერთობლივ ბრიფინგს ეხმაურება.

„მამუკა ხაზარაძის მხრიდან საკმაოდ არასწორი ტაქტიკაა პოლიტიკაში მოსვლა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით. პროკურატურა გვეუბნება, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის, არამედ პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს, ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ. ხოლო მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აცხადებენ, რომ თურმე ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მოითხოვა მათი ანგარიშების დაყადაღება ბრიტანეთში. რომელი ინფორმაციაა უფრო სარწმუნო? ცხადია პროკურატურის, იმიტომ, რომ ერთი სახელმწიფო მეორეს ხომ ვერ მოატყუებს? ასეთი თემებით მანიპულირება ორ სახელმწიფოს შორის ოფიციალურ ურთიერთობაში არ ხდება, მით უმეტეს ქართულ მხარეს დანამდვილებით არ სურს დიპლომატიური ურთიერთობისთვის რაიმე ფორმით საფრთხის შექმნა დიდ ბრიტანეთთან ერთი კონკრეტული ბიზნეს ჯგუფის გამო. რეალურად კი ამბავი ყოფილა იმგავრად, რომ თავად ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობის შესახებ, ანუ კომუნიკაცია რომელზეც ბიზნესმენები საუბრობენ, შედგა სწორედ ბრიტანელების მოთხოვნით. მეორეც კიდე, როგორ წარმოგვიდგენია, რომ ბრიტანელები იმდენად მეამიტები არიან, რომ ვერ განასხვავონ რეალურად არიან თუ არა ხაზარაძე ჯაფარიძე პოლიტიკურად დევნილები? ცხადია ხვდებიან ყველაფერს კარგად.ჩემთვის ცოტა არ იყოს გასაკვირა, დღეს, როცა ინფორმაცია პრაქტიკულად ყველა წყაროდან ჟონავს თანამედროვე ციფრულ სამყაროში, და თან როცა ოფიციალურ წერილობით ურთიერთობებზეა საუბარი, ვის შეიძლება მოსვლოდა თავში ამგვარად საზოგადეობის შეცდომაში შეყვანის იდეა? ცხადია მათივე პოლიტიკურ აქტივობას უსვამს ხაზს ასეთი ქმედებები და თუ ასე განაგრძეს პოლიტიკურად დევნილები არა, მაგრამ ხალხისგან დევნილები ნამდვილად იქნებიან“ - წერს ექსპერტი.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ მათი ფულადი სახსრები ბრიტანეთში არის კრიმინალური წარმოშობის. ჯაფარიძის შეფასებით, ამის მიზანია, ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930