27-08-2019
„წადი და შეეშვი იმას, რაც ნამდვილად არ არის შენი საქმე“, - ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის, პოლიტიკაში მოსვლის შესაძებლობას ეხმაურება.
„ვნახე ხაზარაძის "პოლიტიკური" ამბიციების გადმოფრქვევა და სამ ნიუანსს მივაქციე ყურადღება:1. მან ჯერ შეუქმნელი "პოლიტიკური ძალის" ლიდერობის "პონტში", ეგრევე "უმაღლეს ლიგაში" დააპირა თამაში და დებატებში ბიძინა ივანიშვილი გამოიწვია (არადა მანამდე იმედმა შესთავაზა ცქიტიშვილთან პირდაპირ ეთერში დაჯდომა და უარი თქვა შე ჩემის მრავალპროცენტიანო, ან ჩემპიონთა ლიგის მატჩები არ გინახავს, ან შენი ბანკის დებულება არ გაქვს წაკითხული? ეგრევე ფინალში ვინ გათამაშებს, ან მილიონიან კრედიტს ვინ მოგცემს, თუ საბანკო ისტორია საერთოდ არ გაგაჩნია? 2. ანაკლიას ავაშენებ და ავაშენებო დაიწყე შენება და გაზეთის ქუდსაც გაგიკეთებ, კაი ლაფათკასაც დაგაჭერინებ და სელფი მაინც გადაიღე, აბა მეტის გამკეთებელი ნამდვილად არ ხარ (ისე დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვობაში კოსმონავტობაც გენდომებოდა )3. არ მეშინიაო რომ იძახი – აი მანდ დაგერხა. გეშინია ცქნაფა, გეშინია. თან ძალიან გეშინია იმიტომ, რომ იცი – ვეღარ "დაალაგებ თემებს" ისე, როგორც "ალაგებდი". ამის გეშინია და ყბაც მაგიტომ გიკანკალებს არ ვიცი ფილმი "ფეოლა" გაქვს თუ არა ნანახი, მაგრამ იმ ფილმის ერთ ფრაზას ჩემი ინტერპრეტაციით გეტყვი – წადი, მოშორდი, დაახვიე აქედან და ბერძენიშვილებს სანერწვე ჯირკვლებს ტყუილად ნუ უღიზიანებ, თორე ერთ "მშვენიერ" დღეს ყველა ვირთხა, ვინც შენს ფულებს უყურებს, შემოგიბრუნდება და . . .წადი და შეეშვი იმას, რაც ნამდვილად არ არის შენი საქმე“, - წერს გია გაბრიჭიძე. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ მათი ფულადი სახსრები ბრიტანეთში არის კრიმინალური წარმოშობის. ჯაფარიძის შეფასებით, ამის მიზანია, ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს.