გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო ბოჟაძე: ხაზარაძეს არ გამოუვა სამართლებრივი კითხვები პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფაროს

27-08-2019

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში ხაზარაძე-ჯაფარიძის დღევანდელ ერთობლივ ბრიფინგს ეხმაურება.


„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის ჩართულობა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში (ბრიტანეთიდან ისედაც ველოდებით ცნობილი წერილის ექსპერტიზის შედეგებს, რაც როგორც ჩანს მისი აბსურდულობის გამო აგვიანებს!), ეს ცალსახად საქმის ძალიან სერიოზულობაზე მიუთითებს. რადგან ამ თემით დაინტერესება გასცდა ქვეყნის ფარგლებს, ნიშნავს იმას რომ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ეს ხაზარაძე-ჯაფარიძეს უნდათ რომ წარმოაჩინონ. იმედია, ორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლობა კიდევ უფრო ღიას და გამჭვირვალეს გახდის პროცესს და საბოლოოდ ყველა გაიგებს ეს მხოლოდ წმინდა სამართლებრივი საკითხია, თუ ის რასაც ხაზარაძე-ჯაფარიძე (პოლიტიკური სპეკულაციები) საუბრობენ.

P.S. ხაზარაძეს არ გამოუვა სამართლებრივი კითხვები პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფაროს“, - წერს ლადო ბოჟაძე. 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ მათი ფულადი სახსრები ბრიტანეთში არის კრიმინალური წარმოშობის. ჯაფარიძის შეფასებით, ამის მიზანია, ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930