27-08-2019
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობი გადაცემების ჯგუფის - "კომედი ჯგუფის" დიდი ნაწილი ტელეკომპანიაში რჩება.
ინფორმაციას ამის შესახებ ჯგუფი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს:
"რუსთავი 2"-ზე 16-წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, "კომედი ჯგუფის" ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო "მთავარ არხზე". წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს!
გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ "რუსთავი 2"-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით.
ასევე, სრული დატვირთვით დაგიბრუნდებათ (ძველ სიხშირეზე) თქვენი უსაყვარლესი "კომედი არხი"-ნათქვამია განცხადებაში.