გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახო ხუზმიაშვილი: თქვენს ადგილებზე თუ “რუსთავი 2”- ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?

29-08-2019

ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზია "მთავარი არხი", დროებით "იბერიის" შენობიდან იმაუწყებლებს.

ამ ფაქტს ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ. ბევრი ისტორია მაკავშირებს, ჯერ კიდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, იბერია დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორიადაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა. თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალიატოსთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემ კოლეგებს, რომლებიც იბერიაში ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ. ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იბერიის შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ „რუსთავი 2“- ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?",-წერს ვახო ხუზმიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930