გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით

29-08-2019

"საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზანს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ფასების სტაბილურობა გულისხმობს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის არსებობას. ჩვენი მთავარი აქცენტი ზუსტად ამაზეა ორიენტირებული და სების მიერ გატარებული ზომები სწორედ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაა მიმართული“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლების გაცილებით უფრო ცუდი მაჩვენებლები იქნებოდა, რაც აისახა კიდეც ლარის კურსზე.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაშიც კი, მიმდინარე ანგარიში, რომელიც ლარის კურსის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია, იმაზე გაცილებით უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით.

როგორც იცით, მომდევნო კვირას, 4 სექტემბერს, დაგეგმილია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. განვიხილავთ ყველა ფაქტორს ერთობლიობაში და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30