გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატო ჩხეიძე „იბერიის“ თანამშრომლებზე: სუს-ის მიერ მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები

29-08-2019

ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელი, ნატო ჩხეიძე ჟურნალისტ თამარ ურუშაძეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ის, რაც ხდება, რადგან ჟურნალისტი თამარ ურუშაძე მე მომმართავს და პასუხს ჩემგან ელის, ცხადია, კიდეც გავცემ პასუხს.

ისე კი, ძალიან დასანანია, რომ ლამაზ სხეულში ყოველთვის ვერ ყოფილა ლამაზი სული...

მივყვეთ მოვლენებს:ნიუსების ჟურნალისტებმა მიკროფონები დადეს და ოპერატორებმა კამერები დააწყვეს 16 ოქტომბერს, გუშინ, 15 ოქტომბერს ბოლო 2 კვირის ხელფასის ჩარიცხვა 1 დღით რატომ დაგვიანდაო... და სანამ არ ჩაგვერიცხება, ვერც მოვალთო, არც ტრანსპორტის თანხა არ გვაქვსო, არც პატარის პამპერსის საყიდელი თანხა აღარ გვაქვს ოჯახში დასატოვებლად და არც მოხუცისთვის წამლის თანხაო და არც პურის საყიდელი თანხაო. 2 კვირიდან 2 კვირამდე ვცხოვრობთ და ვერც ერთ დღეს დაგვიანებას ვერ მოვითმენთო და... სუს-ის მიერ მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები პროფკავშირის დახმარებით და მათთან ერთად.

ამას ჰქვია, ჟურნალისტ ურუშაძის შეფასებით, იბერიას მხრიდან კარის გამოჯახუნება.
შეხვედრისას ერთ- ერთმა ჟურნალუსტმა პათეტიკურად მკითხა, ჩვენ რომ აქ ჯარისკაცებივით ვართ, ამას ვერ ხედავთო?

ვხედავ, როგორ ვერ ვხედავ-მეთქი, ვუპასუხე. მაგრამ ჯარისკაცი რომ იარაღს დადებს, იმას დეზერტირი ჰქვია, ასე გამიგია-მეთქი, დავამატე.

მე ახლაც იგივე აზრის ვარ.

პ.ს. როგორც ჩანს, მორალს, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს, სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ სხვადასხვა მორალის ადამიანები.

პ.პ.ს. იბერიას ყველა თანამშრომელლმა, უკლებლუვ ყველამ, მათაც, სიუჟეტების მომზადების ნაცვლად იბერიას წინააღმდეგ აქციებს რომ აწყობდნენ, მიიღეს მთელი ოქტომბრის ანაზღაურება.
იბერიას წინააღმდეგ აქციების მომწყობ 18 ჟურნალუსტსა და 39 ოპერატორ-მენონტაჟეს ახლა დავა აქვს სასამართლოში კომპენსაციაზე.

ჩვენი სასამართლოს სამართლიანობა ყველას მოეხსენება, მით უფრი პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე. როგორც ჩანს, მაინც ერთულებათ, რადგან თებერვლის მერე პროცესი არ განუახლებიათ.

უმუშევრად დარჩებილმა ამ ჟურნალისტ- ოპერატორ- მენონტაჟეებმა (ორგანიზატორებსაც და აყოლილებმაც) კარგია იქნება იცოდნენ, რომ სანამ ნაბიჯს გადადგამენ, გაიაზრონ იმ ნაბიჯის მნიშვნელობა და გაიხსენონ ქართული ანდაზა: ვირმა პალო ამოაძრო, ერთი სხვასა ჰკრა და ათი თვითონ იკრაო“, - წერს ნატო ჩხეიძე.

ცნობისთვის, ჟურნალისტი თამარ ურუშაძე „იბერიის“ შენობაში გვარამიას ტელევიზიის განთავსებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ შენობიდან 1 წლის წინ ქუჩაში გამოყრილ თანამშრომლებს კარი მიუჯახუნეს ისე, რომ მათ გისოსების მიღმა ესაუბრებოდა დირექტორი და შენობაშიც აღარ უშვებდა.

ცოტა ხნის წინ, ნიკა გვარამიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობას პირველ ეტაპზე ტელეკომპანია „იბერიას“ შენობიდან დაიწყებს. ამას უარყოფითი რეაქცია მოყვა „იბერიას“ ყოფილი თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც არხის დახურვის შემდეგ უკვე 1 წელია „იბერიას“ ხელმძღვანელობისგან კომპენსაციების მიღებას ელოდებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930