გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

29-08-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრეას ნორლენს შეხვდა.

საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. აღინიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ფინანსური მხარდამჭერია, რისთვისაც მთავრობის მეთაურმა ანდრეას ნორლენს მადლობა გადაუხადა. 

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებს, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცების კონკრეტული ფაქტები. პრემიერ-მინისტრმა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანს წარმოადგენს და ეს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ქართული საზოგადოების პოზიციაა. 

ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და მისი პოზიტიური როლი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის თანაავტორის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ანდრეას ნორლენს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მაღალი რანგის დელეგაციით მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930