30-08-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, დიღმის მასივის I კვარტლის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ცხემის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას, ზურაბ ჟვანიას, შევჩენკოს, წყალტუბოს, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:30 საათიდან 17 საათამდე კი გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), სანზონის, ქსნის, ფეიქართა, თიანეთის, ხორნაბუჯის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე ზემო ვეძისის დასახლების, პეკინის გამზირის(ნაწილობრივ),გმირთა მოედნის, სანაპიროს, მაჭავარიანის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ),მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლები.