გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ვიცით, რომ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს

31-08-2019

"ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის გამოძიებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ხელისუფლებას სექტემბრამდე სთხოვს, მაგრამ ვიცით, რომ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.


„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის თვემდე მისცა ვადა მთავრობას გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად. ის ხელისუფლებას მიმართვას, რომ გამოიძიოს მისი ციხიდან გაყვანის საქმე და მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ველოდებით ახლა რას გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არაფერს არ გააკეთებენ. არანაირი გამოხმაურება ხელისუფლების მხრიდან ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა“, - განაცხცადა ადვოკატმა.


რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩივიაშვილის თქმით, ის „თავს ნორმალურად გრძნობს“.


შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის 2013 წლის 14 დეკემბერს ე.წ. მატროსოვის ციხიდან, შუაღამისას, ბადრაგებმა ჩუმად გაიყვანეს და სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ან პროკურატურაში მიიყვანეს, სადაც მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დახვდა.



https://www.interpressnews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930