გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პრეზიდენტი: მინდა გავიხსენო საერთშორისო მისიებში დაღუპული ჩვენი გმირები და მათ სულებს ერთად მივაგოთ პატივი

31-08-2019

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, მიმართოს საქართველოს ჯარისკაცებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იცავენ მშვიდობას და აძლიერებენ საქართველოს უსაფრთხოებას.


„თქვენს მიმართ ჩვენი პარტნიორები უდიდეს პატივისცემას, ნდობას და თქვენი მსახურობის მაღალ შეფასებას გამოხატავენ. მთელი ქვეყნის სახელით მინდა, გამოვხატო მადლიერება იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოსთვის გასწიეთ.


დღეს მინდა გავიხსენო საერთშორისო მისიებში დაღუპული ჩვენი გმირები და მათ სულებს ერთად მივაგოთ პატივი. დღევანდელ დღეს გლობალური საფრთხები ყველგან იზრდება და თქვენ იცით, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით ვერ იქნება დაცული, თქვენ სწორედ ქვეყნის გარეთ დგახართ სადარაჯოზე და იცავთ მშვიდობას, რისთვისაც მინდა გითხრათ დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში.


ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძის თქმით, ასეთი მიმართვა სამხედროებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გრძნობენ მათი საქმის მნიშვნელობას და ყურადღებას.


„პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მოიგონა ის დაღუპული გმირები, რომლებმაც სამშვიდობო მისიებში ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ინტერესებს თავი შესწირეს. ასეთი მიმართვა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რადგან ისინი გრძნობენ ყურადღებას, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და მართლაც სად თუ არა სამშვიდობო მისიაში, ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი, როგორც ტაქტიკურ დონეზე, ასევე ყოველდღიურობაში პირდაპირ პროპორციულია საერთაშორისო აღიარების და ზოგადად გლობალურ საფრთხეებში ჩვენი წვლილის შეტანის“, – განაცხადა ლაშა დავითაძემ.

მასტერ სერჟანტის მინდია ტაკიძის თქმით, პრეზიდენტის მიმართვა ქართველ მშვიდობისმყოფელებს აძლევს მოტივაციას, კეთილსინდისიერად და ღირსეულად შეასრულონ საერთაშორისო მისიაში მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.


„მინდა, ყველა ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ვუსურვო საერთაშორისო მისიის ფარგლებში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჩვენი ოჯახების, ჩვენი სამშობლოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მხედრულად მოგვეხადოს ჩვენი ღირსეული ვალი და რაც მთვარია მშვიდობით და ჯანმრთელად დავბრუნებულიყავით ჩვენს სამშობლოში“, – განაცხადა მინდია ტაკიძემ.


ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.



https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930