გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა: პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეს მდგომარეობა შენარჩუნდება

31-08-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, თამარ ხულორდავა სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებას ეხმიანება და მედიასთან კომენტარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პოზიცია ფრთხილი, მაგრამ პრინციპულია.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სიტუაცია მეტად არ დაიძაბოს.

"ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალში, რომ სიტუაცის, რომლიც არის ფეთქებადი, ძალიან საფრთხილო, კიდევ უფრო გართულება, დაძაბვა და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაზრდა არ მოხდეს, ამისათვის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს.

გვაქვს პროცესის ნორმალური მიმდინარეობა, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეს მდგომარეობა შენარჩუნდება", - აცხადებს თამარ ხულორდავა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930