გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს ქუთაისის აეროპორტში ოპერირების დაწყებას სთავაზობს

22-02-2018


 

 

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში შესაძლოა 2019 წელს შემოვიდეს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან მიღწეული მოლაპარაკებებისა და კომპანიის მიერ ავიაპარკის შევსების შემდეგ იქნება მიღებული.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ქეთი ალექსიძის განცხადებით, Ryanair-თან მოლაპარაკებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლაზე მიმდინარეობს.

 

„Ryanair-თან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულების ქსელზე: თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისააც.

Ryanair- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე ვესაუბრებით- განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031