გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხს განიხილავენ

1-09-2019

დღეს მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩატარდება.

წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერები პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხზე იმსჯელებენ.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორი კანდიდატურა განიხილება - მაია ცქიტიშვილი და გიორგი გახარია. ორივე მათგანი მინისტრთა კაბინეტის წევრი და ვიცეპრემიერია.

მაია ცქიტიშვილი ამ დროისათვის ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს იკავებს, გიორგი გახარია კი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრია.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, უმრავლესობის სხდომაზე საბოლოოდ შეჯერდება უმრავლესობის წევრთა პოზიციები.

"კიდევ უნდა შევჯერდეთ გარკვეულ საკითხებზე და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს, თუ რა არის დაგეგმილი. მნიშვნელოვანი სხდომა იქნება, სადაც საბოლოოდ შეჯერდება უმრავლესობის წევრების პოზიციები", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2018 წლის ივნისში დაიკავა. მანამდე იგი ფინანსთა მინისტრი იყო, მინისტრობამდე კი - "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031