გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დღეიდან სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება

1-09-2019

2019 წლის 1 სექტემბრიდან სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ნაწილი დღეიდან შევიდა ძალაში. კოდექსის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.


საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლში შესული ცვლილებებით, სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრა:


3500 სანტიმეტრ კუბზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 300 ლარი;
2500 - 3500 სანტიმეტრ კუბის მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 200 ლარი;
2500 სანტიმეტრ კუბზე ნაკლები მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 100 ლარი;
ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში, ნებისმიერი ძრავის მოცულობა - თვეში 60 ლარი.


საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, დაბეგვრის ახალი წესი არ ეხება ელექტრომობილებს. (დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ელექტრომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.)


დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება დამქირავებელს ეკისრება.


საკანონმდებლო ცვლილების მიღების მიზეზია ავტორების განმარტებით, დამქირავებლის ავტომობილის მოხმარებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა, რის გამოც ის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება.



https://imedinews.ge/

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30