1-09-2019
დღეს, 18:00 საათზე უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხს განიხილავენ.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აღნიშნავს, სხდომაზე არაერთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.
"გამომდინარე იქედან, რომ სესია იწყება და არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას გველის, ცხადია, ამ თემებზე ყველაფერზე იქნება საუბარი, თუმცა მეტი დეტალი ოდნავ მოგვიანებით იქნება ცნობილი - მას შემდეგ, რაც შეხვედრა დასრულდება", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
კითხვაზე, იმსჯელებენ თუ არა სხდომაზე უმრავლესობის შესახებ, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ შესაძლებელია, თუმცა ჯერ დეტალებზე არ ისაუბრებს.
"შესაძლებელია ამაზე ვისაუბროთ, თუმცა მეტს ამჯერად არ ვიტყვი", - განაცხადა კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.