1-09-2019
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა.
უმრავლესობის წევრებმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.
სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.