გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ვერცერთი ხელისუფლება ვერ იქნება წარმატებული ვიდრე საქართველოში ოკუპაცია და სიღარიბე იქნება

2-09-2019

ვერცერთი ხელისუფლება ვერ იქნება წარმატებული ვიდრე ეს ორი პრობლემა - ოკუპაცია და სიღარიბე იქნება საქართველოში, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, საკმარისი იყო თუ არა 1 წელი და ორი თვე პრემიერ-მინისტრობისთვის, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს დრო იყო საკმარისი, განხორციელებულიყო ის მიზნები, რისთვისაც ის ამ პოსტზე აირჩიეს.

„მე ამოვდივარ მიზნებიდან. ეს დრო იყო საკმარისი, რომ განგვეხორციელებინა ის მიზნები, რისთვისაც მე ამ პოსტზე ამირჩიეს. ვერც ერთი ხელისუფლება, რა შედეგიც არ უნდა დადოს, გინდა მოკლევადიანი, გინდა გრძელვადიანი, ვერ იქნება წარმატებული, სანამ სიღარიბის და ოკუპაციის გამოწვევა იქნება. ძალიან არასწორი იქნება, თუ რომელიმე ხელისუფლება თავის თავს წარმატებულს უწოდებს, როდესაც ქვეყანაში არის ან ერთი გამოწვევა, ან მეორე. ყველაზე ნაკლებად სადაც ვფიქრობდი, რომ ჩემი თავი წარმომედგინა, ეს იყო ქართული პოლიტიკა, მაგრამ სწორედ იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც აღვნიშნე, მაშინ გუნდში ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს სტრატეგიული განვითარების ჩარჩო მოგვემზადებინა, დაგვეწყო მისი დანერგვა და უზრუნველგვეყო მისი მდგრადობა, რომელიც დღეს გამყარებულია ჩვენი კანონებით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930