2-09-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გაზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზრის (ნაწილობრივ), გუდამაყრის, თემქის, გურამიშვილის, სარაჯიშვილის, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 14 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრვ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე პეკინის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაინის I, II, III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, შატილის, ჟღენტის, გურიელის, ამაშუკელის, მუზაშვილის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, პიკასოს, ოდიშელიძის, ვაზიუსუბნის, იმედაშვილის, ლვოვის, ისაკაძის, ჩერქეზიშვლის, ონიაშვილის, სახოკიას, ყუშიტაშვილის, გაგარინის, არდაზიანის, შარტავას, ოჩამჩირეს, დარასელიას, ოდესის, ზოვრეთის, არშბას, მგალობლიშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, გორგასლის, გულუას და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 18 საათამდე ბოდბეს, ლუსინიანის და სამასი არაგველის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 16 საათამდე ჩიტაძის ქუჩის მაცხოვრებლები, 12 საათიდან 15 საათამდე კი ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.