გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"რუსთავი2" განახლებული ბადით ეთერში რამდენიმე დღეში გავა

2-09-2019

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს განახლებული საეთერო ბადით მაყურებელი, რამდენიმე დღეში იხილავს. არხის მენეჯმენტის განცხადებით, ტელეკომპანიაში თანამშრომელთა სრული მზაობით, ძლიერი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მაყურებელი "რუსთავი2"-ზე ბევრ სიახლეს იხილავს. ეთერში როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები დაბრუნდებიან. 

რაც შეეხება, საინფორმაციო გამოშვებას, პაატა სალია აღნიშნავს, რომ "კურიერი" სატელევიზო ბაზარზე ისევ, ნომერ პირველი საინფომრაციო გამოშვება იქნება. 

"რუსთავი2"-ელები დაბრუნდნენ შევებულებებიდან. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ აუცილებლად ყველა გადაცემა, რომელიც მაყურბლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი. კომედის ჯგუფი ჩვენთან არის, ძალიან დიდი ნაწილი კომედის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი, შესაბამისად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ჩვენ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე, ძალიან მალე დავბრუნდეთ "კურიერით" მე ვსაუბრობ, რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად მაყურებელს მივაწოდოთ ის ინფორმაცია პირველებმა, რაც ხდება ქვეყანაში " - განაცხადა, არხის გენერალურმა დირექტორმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30