3-09-2019
“გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა, არის ყოველთვის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებს და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია ყველა პოზიციაზე და თანამდებობაზე”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ მოცემულობაში გახარია ესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც.
„ახალი პრემიერის მთავარი, უმთავრესი ამოცანაა უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას. ეს დაკვეთაა დაანახოს საზოგადოებას მკაფიო ხედვა ამ ქვეყნის მომავალზე და გააძლიეროს ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ ამას გახარია შეძლებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს მისი განვლილი კარიერა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ“-აცხადებს დეპუტატი.
გიორგი გახარიას კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, დღეს პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.