გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიუ იორკში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება

3-09-2019

ქართველ მხატვრებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შანსი სხვებთან ერთად ნიუ იორკის პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეს ესტუმრონ. 26 სექტემბერს George Billis Gallery ში კომპანია Madatart სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ქართველ მხატვრებსსაც უმასპინძლებს. 

უფრო კონკრეტულად, ამ გამოფენის და ზოგადად კომპანიის საქმიანობის შესახებ, მის დამფუძნებელს მარიტა დამენიას ვესაუბრეთ:

„უკვე მეოთხე წელია ნიუ იორკის ხელოვნების ბაზარზე ვართ. როცა ჩავიფიქრე საკუთარი არტპრომოუშენ კომპანია დამეფუძნებინა, ვიცოდი რომ საკუთარ თავს დიდ გამოწვევას ვუმზადებდი, რამოდენიმე გამოცდილმა ადამიანმა მითხრა მთავარია სამიდან- ხუთ წლამდე გაძლო, ამას თუ მოახერხებ მაშინ ჩათვალე რომ ნამდვილი წარმატება გარანტირებულიაო. თუმცა ფაქტია, ამ პერიოდის განმავლობაში 20 ზე მეტი გამოფენის ორგანიზება გავაკეთე. ჩემი პარტნიორები არიან ნიუ იორკის საუკეთესო გალერეები და რაც მთავარია მოვიპოვე ყველაზე ღირებული-რეპუტაცია, რომელსაც ნიუ იორკის ხელოვნების სფეროში ვერანაერ ფასად ვერ იყიდი. ერთმა გალერეამ მაინც რომ თქვას შენზე რაიმე უარყოფითი დაემშვიდობები ყველაფერს, არავინ ახლოს აღარ გაგიკარებს. აქ ყველა გალერეა, საკუთარი მფლობელის სახელს ატარებს, ასე რომ როცა როგორც კურატორს გამოფენისთვის გალერეას გითმობენ, ეს ნიშნავს, რომ გითობენ საკუთარ სახელს, იმიჯს რომელიც ათეული წლების მანძილზე შეიქმნეს. ეს მათთვის დიდი რისკის შემცველია და დათმობაზე ყველასთან არ წავლენ. მოგეხსენებათ რომ ჩვენს დროში მთავარი არა ხელოვნების ნიმუში-არამედ მისი შეფუთვაა, ეს არ მიიღწევა ერთჯერადი აქტით და ჩემი კომპანია, სწორედ ამით არის დაკავებული- კარგად შეფუთოს პროდუქტი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადამიანების უმრავლესობა არ არის ხელოვნებათმცოდნე, მათ აქვთ განსხვავებული გემოვნება თანამედროვე ტექნოლოგიები კი იმდენად მრავალმხრივია, რომ ხელოვნების „ნიმუშის“ შექმნა ნებისმიერს შეუძლია. გაყიდვის ძირითადი კრიტერიუმი- ავტორის ცნობადობა და მისი ბიოგრაფიაა. ეს მყიდველს საშუალებას აძლევს, შენაძენი როგორც ინვესტიცია ისე განიხილოს. ჩვენი არტპრომოუშენ კომპანიის მისიაა დაგეხმაროთ შექმნათ- საინტერესო ბიოგრაფია! გამოფენები, არტტფეარები და კოლექციონერების სახელები- ამ კომპონენტებით იქმნება მხატვრის ბიოგრაფია, ასე რომ რაც უფრო ხშირად მოაწყობენ გამოფენებს მით უკეთესია. ხელოვანი აქტიური უნდა იყოს, საკუთარ ცნობადობაზე იზრუნოს - მომდევნო გამოფენა სად არის დაგეგმილი და ვინ იღებს მონაწილეობას? - შემდეგი გამოფენა გაიმართება 26 სექტემბერს ჩელსში, მანჰეტენის პრესტიჟულ საგალერეო უბანში, George Billis Gallery ში გაიმართება. ჯგუფის შედგენა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა რამოდენიმე ქართველი ავტორის დასახელება უკვე შემიძლია; მხატვრებიდან მონაწილეობენ ცირა ახობაძე,ლაშა ბაღათურია, მაკრინე ტყებუჩავა, ლალი ხარებავა, ლელა ქართველიშვილი, მაკა ბერძენიშვილი, ნინა აბულაძე, თიკო სანიკიძე, სანდრო ღვინაშვილი, მინანქარი -ნოდარ ნინკაშვილი და მარიამ თუშიშვილი. ჯგუფში ავტორების დამატება კიდევ გრძელდება, ჩვენი კარიღიაა ყველა მიმართულების სახვითი ხელოვნების წარმომადგენლებისათვის ასევე დიაინერებისთვის. მსურველებმა ნამუშევრების ფოტოები და რეზიუმე შემდეგ მისამართზე უნდა მოგვაწოდონ dameniaart@gmail.com -რა სიახლეებს უმზადებს „მედეთარტი“ ხელოვანებს მომავალში? - გამოფენების გარდა მაქვს რამოდენიმე სერიოზული პროექტი. ასევე შემოთავაზება მაქვს რომ ზამთარში მედეთარტის ხელოვანები წარვადგინო, სპექტრუმ არტ ბაზელსა და ლოსანჟელესის არტ შოუზე. ასე რომ წინ ბევრი სამუშაო და საინტერესო პროექტია და იმედი მაქვს რომ ყველა მათგანი წარმატებული იქნება“-განაცხადა დამენიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930