3-09-2019
სომხური ავიაკომპანიის კუთვნილმა Boeing 737, რომელიც ერევნიდან მოსკოვში ასრულებდა ფრენას, თბილისში საგანგებოდ დაეშვა.
სომხური მედია სამოქალაქო ავიაციის კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბორტზე მყოფი 118 მგზავრიდან არავინ დაშავებულა.
„სომხური ავიაკომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ აღმოფხვრას ტექნიკური პრობლემა და უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხოება. ასევე განიხილება სარეზერვო თვითმფრინავის უზრუნველყოფის საკითხი“, - აცხადებს კომიტეტი.