3-09-2019
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,9683-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალუერი ღირებულება 3,2464 ლარია.
კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ფასი ფსიქოლოგიურ ნიშნულს - 3 ლარს გადასცდა.