გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს" - იან კელი თანამდებობას ტოვებს

22-02-2018

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მარტში თანამდებობას დატოვებს.


არსებული ინფორმაციით, ის დიპლომატიურ დარგში საქმიანობას აღარ განაგრძობს. 
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს აშშ-ის ელჩის პოსტს. 
დღეს კელიმ საქართველოში თავისი დიპლომატიური საქმიანობა შეაჯამა.
მისი განცხადებით, საქართველო სწორ გზაზეა, თუმცა რიგ საკითხებში მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია არათანაბარ დემოკრატიულ არეალს ქმნის. 
„საქართველო სწორ გზაზე რჩება, თუმცა არის საკითხები, რაც გვაფიქრებინებს, რომ მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლების შეფასებით 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის განხორციელება. შეფასებაში ასევე აღინიშნა, რომ ზოგადი საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობით მათ შორის შეინიშნებოდა კანდიდატების და ამომრჩევლების დაშინების შემთხვევის ზრდა. 2018 და 2020 წლის არჩევნების იქნება პოლიტიკური პლურალიზმის შემდეგი ტესტი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ პროცესმა დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს თანაბარი გარემო“- განაცხადა კელიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031