გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: გახარია მკაფიო ხედვების მქონე პროფესიონალია, რომელსაც სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების გამორჩეული უნარი აქვს, სწორედ ამიტომაა იგი ოპოზიციის თავის ტკივილი

3-09-2019

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„დღევანდელი და უახლოესი პერიოდის მთავარი თემა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას წარდგენაა.ამ თემას მინდა ცოტა განსხვავებული კუთხით შევხედოთ, ძირითადად ეკონომიკის ნაწილში. ხშირად მოსახლეობისთვის გაუგებარია, რა ხდება რეალურად. რატომ იზრდება ქვეყნის სუვენერული რეიტინგი ან რატომ ფასდება პოზიტიურად ეკონომიკის ზრდის ტენდენციები. ოპოზიცია უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობას მცდარ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინფორმაციას აწვდის. ამ შეფასებების ობიექტური მსაჯული საერთაშორისო ორგანიზაციებია, რომლებიც ყოველთვის სწორ და მიუკერძოებელ აკეთებენ. სწორედ მიმდინარე რეფორმები უზრუნველყოფს ამ დადებით შეფასებებს, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანა წინ მიდის და ვითარდება. ამავდროულად, ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. რეალურად კი ბახტაძის გადადგომაც ამ კუთხით უფროა მნიშვნელოვანი. მადლობა, ყოფილ პრემიერს იმ რეფორმებისათვის, რაც მიმდინარეობს ან თუნდაც ბოლო ერთ წელიწადში განხორციელდა. იქნება ეს „ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლის სტრატეგია თუ დღგ-ის რეფორმა და ა.შ
ფაქტია, დღევანდელი გამოწვევები არ არის მხოლოდ სიღარიბე ან ტერიტორიული პრობლემები. სიღარიბეც დროში დაძლევადია. გლობალური გამოწვევები ჩვენ გვაიძულებს სულ სხვა განზომილებაში გადავიდეთ როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით.

დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი დინამიზმი განვითარებაში. ეს მთავრობის ამ შემადგენლობიდან ყველაზე უკეთესად გახარიას შეუძლია. ფიგურალურად რომ ვთქვათ - მეტი ეკონომიკა პოლიტიკაში და მეტი პოლიტიკა ეკონომიკაში. ეკონომიკის უფრო მაღალი ზრდა კი სტაბილიზაციის, ახალი იდეებისა და სისტემური რეფორმების გაძლიერება გარეშე შეუძლებელია. მათ შორის, ადგილობრივი წარმოების სტიმულირების, გამჭვირვალობისა და სოციალური დაცვის თვალსაზრისით. ივნისში ჩვენ ვნახეთ თუ რა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს არასტაბილურობა და რევოლუციური სცენარი ეკონომიკაზე. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ლიდერი, რომელიც ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ რყევებში ქვეყანას მინიმალური დანაკარგებით სამშვიდობოს გაიყვანს.
დღეს რეგიონში ჩენ გვაქვს რეალურად ერთ-ერთი მაღალი ეკონომიკური ზრდა, შედარებით დაბალი გადასახადები, ერთი ფანჯრის პრინციპი, ახალ სამიზნე ქვეყნებში გააქტიურებულია ტურისტული კამპანიები და ა.შ. მაგრამ, ჩვენ ვიმყოფებით განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ქვეყანას ეკონომიკის გაცილებით მაღალი დივერსიფიკაცია, რეფორმების კიდევ უფრო გაღრმავება, ახალი საექსპორტო ბაზრები და შესაბამისად, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა სჭირდება.
ევროკავშირის ბაზართან ერთად, უახლოეს პერსპექტივაშია აშშ-ის ბაზარი. მეგაეკონომიკები, ტრადიციულ საექსპორტო პროდუქციასთან ერთად, სწორედ მაღალტექნოლოგიური მიმართულებით არის სტრატეგიულად პრიორიტეტული. ეს საშუალებას მოგვცემს, გარდა ტრადიციული საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებისა, მნიშვნელოვნად გავაფართოოთ ექსპორტის სტრუქტურა, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების შემოტანით და აქ წარმოებული პროდუქციის გარე ბაზრებზე გატანით. სწორედ, ამ შემთხვევაში გვექნება კარგი შანსი გავხდეთ სატრანსპორტო და სამრეწველო პროდუქციის ჰაბი რეგიონში და რაც მთავარია, კი არ ჩავანაცვლოთ, არამედ გავზარდოთ დივერსიფიკაცია და შევინარჩუნოთ ტრადიციული ბაზრები, ექსპორტ-იმპორტის მეტი დივერსიფიკაციით და ეკონომიკის ინკლუზიური ზრდით.


ამ ყველაფერს კი სჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც გამოცდილებასთან ერთად, მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელიც იქნება. გიორგი გახარია დარწმუნებული ვარ ამ მისიასაც წარმატებით გაართმევს თავს. როდესაც გიორგი გახარიაზე საუბრობენ, რატომღაც ავიწყდებათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობამდე, ის იყო ძალიან კარგი ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ეკონომიკის მინისტრი. გიორგი გახარიამ საკუთარი საქმიანობით დაადასტურა, რომ ის სახელმწიფოებრივი მიდგომების მქონე, გამბედავი და თვალსაჩინო პოლიტიკოსია.

ის არის მკაფიო ხედვების მქონე პროფესიონალი, რომელსაც აქვს რეფორმების განხორციელების, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და მართვის გამორჩეული უნარი. ეს კარგად იციან ოპოზიციაში და სწორედ ესაა მათი „თავის ტკივილი“.

ახალი გამოწვევების საპასუხოდ, პრემიერ - მინისტრად გიორგი გახარიას პრემიერობა სწორედ ამ კუთხითაა მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ გასაძლიერებლად. ოპოსპექტრის ყვირილი ვითომ ავტორიტარული მმართველობის დადგომაზე, გიორგი გახარიას პრორუსულობაზე თუ 20-21 ივნისის მოვლენებთან მის კავშირზე, სხვა არაფერია თუ არა არშემდგარი რევოლუციის გამო, მორიგი დესტრუქცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“. - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930