გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: მთელი დღის განმავლობაში მედიით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია პარლამენტის შენობაში მოქალქეების დაშვების საკითხზე

4-09-2019

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობაში მოქალაქეების დაშვების საკითხზე მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მისივე თქმით, ზოგად წესში ცვლილება არის შეტანილი ივნისში, უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.
"დღეს, მთელი დღის განმავლობაში მედიით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია პარლამენტის შენობაში მოქალქეების დაშვების საკითხზე.
სამწუხაროა, რომ ამ ინფორმაციის წყარო გახდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლოს კომენტარი, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა აქციის მონაწილეებს.
მინდა ვთხოვო შესაბამის სამსახურს მომავალში სათანადოდ უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების ინფორმირება და შეცდომაში ნუ შეიყვანენ ნურც აქციის მონაწილეებს და ნურც საზოგადოებას.
შენობაში უცხო პირთა დაშვების მართვა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ხდება და ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება.
აღნიშნულ აქტში, ანუ ზოგად წესში ცვლილება არის შეტანილი ივნისში, უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ცვლილებაზე არის ჩემი ხელმოწერა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიღებ გადაწყვეტილებას შენობაში ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არა"-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930