გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა

5-09-2019

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს ნაბიჯი მათ „ქართული მხარის პროვოკაციების საპასუხოდ გადადგეს“.


როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, ზნაურის რაიონში ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციის ახალი ეტაპი დაიწყო.

„ქართული მხრიდან პროვოკაციების შესახებ გასაფრთხილებლად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სასაზღვრო რაიონში, კერძოდ, დასახლებულ პუნქტ წნელისთან მდებარე მაღლობზე მესაზღვრეებმა აღადგინეს სახელმწიფო საზღვრის აბრა და აღმართეს სამხრეთ ოსეთის დროშა. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, რომლებიც ალანიის სახელმწიფოს საზღვრებს რუსებთან ერთად იცავენ, იძლევიან სტაბილურობის და მშვიდობის გარანტიას“, – ნათქვამია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.


ამავე განცხადებაში, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს „ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიების ანექსიაში სდებს ბრალს“.



https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930