გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ვირტუალური მოგზაურობა“ ლიტვის უნივერსიტეტებში - უფასო განათლების შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის

23-02-2018


 

 

ლიტვის ეროვნული საგანმანათლებლო პორტალი www.studyinlithuania.lt ქართველ სტუდენტებს 23-24 თებერვალს, თბილისში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენაზე ეპატიჟება.

 

პორტალის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს ლიტვაში არსებული უაღლესი სასწავლებლების, პროგრამებისა და სასწავლო გრანტების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან. გამოფენას ლიტვის 10 წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი და ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

www.studyinlithuania.lt ლიტვის ეროვნული, არაკომერციული პორტალია, რომელიც პროექტ „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია ლიტვაში“ ნაწილია. პორტალის მთავარი მიზანი საერთაშორისო საზოგადოებაში ლიტვის უმაღლესი განათლების სისტემის იმიჯის გაძლიერებაა. პორტალი სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში არსებული სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების, სასწავლო გრანტებით სარგებლობისა და მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს.

 

პორტალი გამოფენაზე მისულ სტუმრებს ლიტვის წამყვან უნივერსიტეტებში „ვირტუალურ მოგზაურობას“ პირდება.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30