გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიტვის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს მოკლე და გრძელვადიანი პროგრამებისა და სასწავლო გრანტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია

23-02-2018

საქართველოში ლიტვის საელჩომ ლიტვის წამყვანი უნივერსიტეტებისა და ქართული მედიის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლა. უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ჟურნალისტებს ლიტვაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების, მოკლე და გრძელვადიანი პროგრამებისა და სასწავლო გრანტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

 

შეხვედრას ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიედრიუს პუოჯუნასიც ესწრებოდა. ელჩმა საქართველო-ლიტვის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობაზე, თანამშრომლობასა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მედიის წარმომადგენლები 23-24 თებერვალს, ექსპო ჯორჯიაში დაგეგმილ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დაპატიჟა. გიედრიუს პუოჯუნასის თქმით, ლიტვაში ბევრი ძალიან კარგი უნივერსიტეტია, რომლებიც ქართველ სტუდენტებს ინგლისურ და რუსულ ენებზე განათლების მიღების საშუალებას აძლევს.

 

ლიტვის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდის დირექტორის მოადგილემ, ჟანა ორლოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველმა სტუდენტებმა ლიტვაში სწავლის შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენონ, რადგან ქვეყანა მათ ევროპული განათლების პარალელურად, მსოფლიოში აღიარებული დიპლომის მიღებისა და დასაქმების პერსპექტივას სთავაზობს.

 

შეხვედრას საქართველოში არსებული ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები და ის ქართველი და ლიტველი სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც გაცვლითი პროგრამის საშუალებით მიიღეს უმაღლესი განათლება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30