გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდში 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეთა ხსენების დღე აღნიშნეს

6-09-2019

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, 1924 წლის აჯანყებაში მონაწილე დახვრეტილ მამულიშვილთა ხსენების დღესთან დაკავშირებით მსხვერპლთა მემორიალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკო.

1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობა დაიწყო. ქართული ეროვნული მოძრაობის მიზანს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა. 1921 წელს დაწყებული ეროვნული მოძრაობა, 1924 წელს აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებამ აგვისტოს მიწურულს მთელი ქვეყანა მოიცვა. ზუგდიდის მაზრაში დამოუკიდებლობის კომიტეტს მუდმივ მეთვალყურეობას ეროვნულ-დემოკრატი შალვა თალთვაძე ხელმძღვანელობდა. 1924 წლის 29 აგვისტოს, დილის ოთხ საათზე, აჯანყებულებმა იერიში ზუგდიდზე მიიტანეს, ბრძოლამ რამდენიმე დღე გასტანა, საბოლოოდ კი აჯანყებულთა მარცხით დასრულდა. ზუგდიდის მაზრაში აჯანყებაში მონაწილეობა 2 769 მოქალაქემ მიიღო.

ზუგდიდში 40 აჯანყებული დახვრიტეს, 8 აჯანყებული დასახვრეტად ფოთში გააგზავნეს, 30 ადამიანი დახვრიტეს ზედაეწერის ტყეში, 28 ადამიანი კი სოფელ კახათის ასასვლელ ფერდობთან, აჯანყებულები დახვრიტეს ჩხოროწყუში - სულ 17 ადამიანი.

აჯანყებაში აქტიური მონაწილეობის მიმღებთა ძებნა-დაპატიმრებები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. იყო შემთხვევები, როდესაც ძებნილები ვერ უძლებდნენ მათ ოჯახებზე განხორციელებულ ზეწოლას და ნებაყოფლობით ბარდებოდნენ. მსგავსი ზეწოლებით და დაპატიმრებებით ზუგდიდის მაზრის საპყრობილეში არაერთი აჯანყებული მოხვდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930