6-09-2019
"რაც შეეხება პარლამენტში საშვებთან დაკავშირებულ გაუგებრობას, საშვები ყველაზე გვქონდა დაშვებული. ვინც უყურებთ ჩვენს აქციებს ნანახი გექნებათ, რომ ამ კვირაში საშვთა ბიურო "ჭედავს" როცა ჩვენ მივდივართ. შესაბამისად იდეის დონეზე შეთანხმებული გვქონდა, მაგრამ გარანტიას ვერ მივცემდით, რომ შეუშვებდნენ რა თქმა უნდა. ქალაქგარეთ წასვლას აპირებდა ადამიანი და ტყუილად ხომ არ მოვაცდენდით? მოვედით დილით, ვნახეთ, რომ არავინ არ შეგვიშვეს და გავაგრძელეთ აქცია. რადგან საშვი გვქონდა დაშვებული ბევრ ადამიანზე, მათ შორის მაკოზეც, არასწორად გავრცელდა ინფორმაცია და არასწორად მიდის ეხლა სპეკულაცია.
ამბავი არის ის, რომ ჩვენ და მაკოსაც გვინდოდა, რომ მაკოს კითხვა გაჟღერებულიყო, ეს კითხვაც დაგვაბარა და გაჟღერდება კიდეც, თუნდაც თვითონ ფიზიკურად არ იყოს იქ. არავის გვითქვამს, რომ აქ არის და გარეთ დგას, არც გვიფიქრია მოყვანა და გარეთ დაყენება ამ ადამიანის.
ნებისმიერ შემთხვევაში ბოდიში ამ მისკომუნიკაციისთვის და იქნებ არ შევუწყოთ ხელი სამთავრობო მედიას" - აცხადებს სალომე ბარკერი.