6-09-2019
„გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენებას მივესალმებით, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოში დესტაბილიზაციის აღკვეთა, რომელიც დაგეგმილი იყო გარედან, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და რომელშიც მონაწილეობდა ის ძალა, რომელიც დღეს ასეთი არანორმალური ტონით ღრიალებდა პარლამენტის დარბაზში“ - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.
გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი არსებობის მანძილზე ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენა ეკონომიკური, პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.
გიორგი გაჩეჩილაძემ მოუწოდა მედიას, გაიზიარონ სახელმწიფოს ინტერესები და პოლიტიკური ძალის მოღვაწეობა შეაფასონ ობიექტურად.
„მინდა გთხოვოთ ჟურნალისტებს, ნუ უწყობთ ხელს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ დესტრუქციულ ძალას და ობიექტურად შეაფასეთ მათი მოღვაწეობა. მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც გაიზიაროთ სახელმწიფოს ინტერესები“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.