გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: "ნაცმოძრაობა" გაიქცა დარბაზიდან, "ევროპულმა საქართველომ" მიკროფონი ჩაიგდო ხელში

6-09-2019

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარტია „ევროპულ საქართველოს“-თან ფრაქციის ფორმატში მოსმენის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის განსხვავება არ აღმოჩნდა.

„დღეს ეს არის მეორე შეხვედრა და ფაქტია, რომ სხვაობა საერთოდ არ არსებობს. ნაციონალური მოძრაობა უბრალოდ გაიქცა დარბაზიდან, მათმა ფილიალმა, ევროპულმა საქართველომ უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი - მათ საერთოდ არ აინტერესებდათ პასუხები. მათი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტყუილების დაფიქსირება, როგორც თავიანთი პოზიციის. უბრალოდ, ეს იყო გასაოცარი, როდესაც მიკროფონთან პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლეოდნენ. ეს არის რაღაც ძალზედ გასაკვირი ფორმატი. საერთოდ დარღვეული იყო ყველა სახის ფორმატი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზებული, თუნდაც 20 ივნისის მოვლენებზე გვესაუბრა, მათ ეს არ აინტერესებთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნაციონალური მოძრაობა და მათი ფილიალი, ევროპული საქართველო, ეს არის ერთი ჯგუფი რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს ჩვენს საზოგადოებაში მოდელირებული რეალობით შექმნას გარკვეული ემოციური დაძაბულობა, შექმნას გარკვეული რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მივცემთ. პრობლემა არის კიდევ ის, რომ შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც ასეთი ოპოზიცია სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, რომელსაც არ შესწევს უნარი შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიდეს და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებული რეალობით, ტყუილებით ცდილობენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას. რაც მთავარია მიკროფონის ხელში ჩაგდებით, საშუალებას არ გაძლევენ უბრალოდ უპასუხო. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში, მაშინ, როდესაც ისინი მედიათავისუფლებაზე გველაპარაკებიან. დღეს უბრალოდ, ტელემაყურებლები ნახავენ, პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ და შექმნეს რაღაც გაურკვეველი ფორმატი“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930