7-09-2019
იურისტი თამარ მეგრელიშვილი ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობის გუშინდელ მოსმენას ეხმაურება და "ნაცმოძრაობის" ტყუილებზე ამახვილებს ყურადღებას.
"ტყუილი როგორც დროებითი გამოსავალი,გამოსავალი ახალ ტყუილამდე!
პოლიტიკა თანამედროვე ადამიანის ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი და
კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიებაა.
პოლიტიკოსებს ცოდნასთან ერთად მოეთხოვებათ საზოგადოებაში არსებული ეთიკურ-მორალური წესების დაცვა- "მოსმენის კულტურა",
რაც დღეს ოპოზიციურ გუნდს ნამდვილად აკლდა, ალბათ შეამჩნევდით რომ ისინი პრემიერობის კანდიდატს, პასუხის გაცემას არ აცდიდნენ და უბრალოდ მიკროფონს უთიშავდნენ.
სამწუხაროდ მათი მხრიდან გაჟღერდა არაერთი ტყუილი ალბათ, როგორც დროებითი გამოსავალი,გამოსავალი ახალ ტყუილამდე!
და მაინც რა მოტივით იტყუებიან ადამიანები?
თავდასაცავად (პირადი დანაშაულის დასაფარად; სხვა ადამიანებისგან თავის ასარიდებლად)
საკუთარი თავის დასაწინაურებლად (ეკონომიკური უპირატესობის მოსაპოვებლად; პიროვნული უპირატესობის მოსაპოვებლად; თვითშეფასების ასამაღლებლად; )
სხვა ადამიანებისათვის ზიანის მისაყენებლად და სხვა.
მოტივები განსხვავებულია , მითუფრო როდესაც ინდივიდს არა განყენებულად, არამედ როგორც რაიმე ჯგუფის (ამ შემთხვევაში პარტიის ან მისი წევრის კონტექსტში განვიხილავთ. )
ზემოაღნიშნული სქემა კონკრეტული დარგის სპეციალისტების მიგნებაა და არა ჩემი.
ირმა ნადირაშვილი ტყუილში ამხილეს და პირადად გადასცეს რეზინის ტყვია, რომელსაც აწერია რომ არ არის ლეტალური;
გაიჟღერა ხაზარაძის თემამ( წერილის შესახებ)რომელიც დარბაზში შექმნილი უხერხულობიდან გამომდინარე "უსახელოდ" და "შეუფასებლად "რჩება;
მოხდა მტკინვეული თემით "თამაში" რომელიც კონკრეტულმა ადამიანმა მისი არაინფორმირებულობის გამო პოსტითვე ამხილა;
ყველამ ვიცით რომ ერთგვარი ნიჭი და გნებავთ პოლიტიკოსებისთვის პირდაპირი ვალდებულებაა სიმართლით საუბარიცა და მოსმენაც
მაგრამ ...
პარლამენტის დარბაზიდან გაქცევის მცდელობით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები არ და ვერ გადაწყდება!
არადა ამის ამბიცია გაქვთ!!!" - წერს იურისტი სოციალურ ქსელში.