გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: ტყვიის ნიმუშით დადასტურდა, რომ გამოყენებული იყო არა ლეტალური, კანონით დაშვებული საშუალებები

7-09-2019

დღეს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პასუხი გაეცა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას და ოპოზიციის ნაწილის ყველაზე უტიფარ ტყუილს, რომ თითქოს გამოყენებული იყო აკრძალული, სიცოცხლისთვის საშიში რეზინის ტყვიები. ფაქტით, ტყვიის ნიმუშით დადასტურდა, რომ გამოყენებული იყო არა ლეტალური, კანონით დაშვებული საშუალებები,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გაეცა პასუხი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას და ოპოზიციის ნაწილის ყველაზე უტიფარ ტყუილს, რომ თითქოს გამოყენებული იყო აკრძალული, სიცოცხლისთვის საშიში რეზინის ტყვიები. ფაქტით, ტყვიის ნიმუშით დადასტურდა რომ გამოყენებული იყო არა ლეტალური, კანონით დაშვებული საშუალებები. ძალიან მტკივა მაკოს, გიორგის და ბესიკის დაკარგული თვალი, იმედია აღარასდროს იქნება საქართველოში რეზინის ტყვიების გამოყენების საჭიროება. მისასალმებელია რომ ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ გაურბის პასუხისმგებლობას, სამწუხაროა რომ არ მიეცა ბევრ სხვა კითხვაზეც არგუმენტირებული პასუხების გაცემის საშუალება” ,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

მისი თქმით, საგულისხმოა რომ სწორედ დღეს ჩატარდა ხაზარაძე-ჯაფარიძის უფლებადამცველების პრესკონფერენცია სადაც გავიგეთ რომ 6 თვის შემდეგ დასასრულს უახლოვდება "ცნობილი" წერილის ექსპერტიზა და რომ ოპოზიციის გალანძღულ, ნაგინებ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930