გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ნაკლები ინიციატივები და მეტი საქმე

7-09-2019

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასასრულს, გიორგი გახარიამ მისი მთავრობის მუშაობის მთავარ პრინციპებს გაუსვა ხაზი.

„მინდა იცოდეთ, რომ პრინციპი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ, ეს იქნება ნაკლები ინიციატივები და მეტი საქმე, ეფექტურობა და რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერება. კეთილსინდისიერება არის ის ძირითადი, რითიც სხვა ყველაფერი იძენს ფასს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ბიუროკრატია იყოს ეფექტური და იყოს კეთილსინდისიერი. ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ, რომ მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, როგორც ჩვენი ოპონენტებისგან, ასევე თხოვნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მხარი დაგვიჭირონ და ჩვენთან ერთად 24 საათი იშრომონ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა განვავითაროთ. ამიტომ, ეს არის ის ძირითადი პრინციპები, პრინციპების დონეზე. იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ ჩვენ გავაგრძელებთ პლენარული სხდომის ფარგლებში კიდევ უფრო შინაარსობრივ საუბარს და ჩვენ შევძლებთ, გუნდთან ერთად, დაგიმტკიცოთ, რომ ეს იქნება ქმედების, ეფექტური ქმედების და შედეგის მოტანის შემდეგი წელი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930