7-09-2019
ზემო ფონიჭალაში „ნისანის“ მარკის ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, ავტომანქანის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.