8-09-2019
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა თანამდებობა დატოვა.
მედიის ინფორმაციით, მიზეზი რიგ საკითხებზე სალომე ზურაბიშვილსა და ხატია მოისწრაფიშვილს შორის არსებული უთანხმოება გახდა.
ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.
ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გახდა.